სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ, ურთულეს კლიმატურ პირობებში განხორციელებული რამდენიმედღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, „ლაჯანურის“ ელექტრო გადამცემი ხაზის ფუნქციონირება აღდგენილია. დღეის მდგომარეობით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

სრულად...

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, რაც მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტალის და მისი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას.

სრულად...

საქარველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა.

სრულად...

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სრულად...

27დეკემბერს, ახალქალაქში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ქალაქის მთავარ მოედანზე განთვსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოსახლეობას შობა-ახალი წელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა მიულოცა.

სრულად...

სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით. ამან გამოიწვია მისი უყაირათო მოხმარება( განსაკუთრებით კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვების გამო), რასაც მოჰყვა ელექროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვის გამო.

სრულად...

200-ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 42 772 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 677 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 095 PCR ტესტით.

სრულად...

ძალიან ბევრი დასახელება წამლის, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება ღირდეს 1-2 ლარი და ეს არის წამლები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

სრულად...

ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი