საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ბაქოში მან შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს. იგი არასდროს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და ამასთან, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ჩემი დავალებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და მალე ყველა იხილავს, რომ ძალიან ქმედით და ეფექტურ, შედეგიან ნაბიჯებს გადავდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში მივიდა და ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა.
პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია; ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
არც ერთი წუთით არ ვივიწყებთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.