ხობის კულტურის სახლში სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციაზე, სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს სახალო არტისტის, „ერისიონის“ დირიჟორის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილებაში სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ასაკობრივი და ჯგუფის ქალები, დედები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, წინასაახალწლო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხების განხილვა მოეწყო.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 17 საწარმოს მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.