ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: "თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია.
სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სააკაშვილის მსგავსი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში არასდროს უნდა დაბრუნდნენ.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან; ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 PCR ტესტით.
საქართველოს პროკურატურა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ.
28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის „პიარული“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა
7 ნოემბრის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროსეზე და აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის მოვლენების დროს მას არანაირი ინსტრუქცია არავისთვის არ მიუცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.