GUARDIAN.GE - გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ უკვე გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
„ევროპულმა საქართველომ“ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა და ქვეყანაში შექმნილი „უმძიმესი კრიზისიდან“ ოპტიმალურ გამოსავლად ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხებაა მიჩნეული.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ამჯერად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვედა ბზვანში მიმდინარეობს.
ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აჭარის უზენაესი საბჭოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ საკრებულოში არჩეული დეპუტატები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და ძველი საკრებულოს მიერ დანიშნული სხდომის გაუქმებას ითხოვდნენ.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში მის მიმართ პატივისცემა ნული იყო. ყველა მისი პოლიტიკური რეიტინგი 1%-ზე დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, მასთან მტრობა არავის უნდოდა და ის ამას იყენებდა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.