მამუკა ხაზარაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.
ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
№18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყება შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.