სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი არ გადაიხედება,- ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტმა განუცხადა, უკრაინის მოვლენების მიუხედავად, გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში - "ევრაზია შემდეგი ზღვარი". სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ევრაზიის რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ათასწლეულის დადგომიდან მოყოლებული, სტაგნაციის წლების შემდეგ, პოლიტიკური მოვლენები საქართველოში დინამიურობით გამოირჩევა, ხოლო ეკონომიკა სულ უფრო მდგრადი ხდება
საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს.
მთავარი პროკურორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ნდობისთვის მადლობას უხდის.
პარლამენტში წლის პირველი სესია მიმდინარეობს. რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ, დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბნენ და თვითმმართველობის რეფორმის პროექტს მიუბრუნდნენ. კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
მას შემდეგ რაც კიევში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად წარმოებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, უკრაინის ოპოზიციამ პრეზიდენტ იანუკუვიჩის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ტრადიციულად მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღებითა და სადილით გაიხსნა. კერძო მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფინელ კოლეგას ირკი კატაინენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
ჯონ ქრისტიან კორნბლამი, ამერიკის ყოფილი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტაფტის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტუდენტური გაზეთის The Tufts daily -ს რედაქტორს წერილით მიმართავს. უნივერსიტეტის გაზეთის ვებგვერდზე აღნიშნული წერილი 21 იანვარს გამოქვეყნდა. წერილი შემდეგი შინაარსისაა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნით უშიშროების საბჭოს ორგანოს დუბლირების საკითხის კომენტირებისას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.