საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, 11 კილომეტრით სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

სრულად...

მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.

სრულად...

თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათების ჩართვასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: "მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. 

სრულად...

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მათ ფილიპ ლეფორის ცხინვალში შეხვედრის ვიდეომასალა ნახეს.

სრულად...

ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა  ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.

სრულად...

საქართველოს პრემირ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

სრულად...

"სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ".

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის IV კლასის მოსწავლეს, ბაჩო წიკლაურს წერილი და საჩუქრები გაუგზავნა.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, 16 იანვარს, ბაჩო წიკლაურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი და საჩუქრები გადაეცა - პერსონალური კომპიუტერი და ველოსიპედი. ბაჩო წიკლაური მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლეა.

სრულად...

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხმაურება. ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის განცხადებები, იმ პოლიტიკის შედეგია , რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

სრულად...

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხება სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი