იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინდა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 17 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 033 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 678 PCR ტესტით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერს, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის მე-7 ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.