სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადებას აქვეყნებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 30 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 500 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 649 PCR ტესტით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პერსონალურად უნდა აგოს პასუხი და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, - ამის შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
7 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო.
მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერს, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება
„მოგვჭამა ჭირი ახალმა არჩევნებმა. აი რა იცის 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერამ და პარლამენტში ოპოზიციის შევარდნამ“, - ამის შესახებ Facebook-ში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.