ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.
მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი, მაშინ სად იყო ალექსანდრე ხოჯევანიშვილი?! ვინ იყო გახარია? გახარია რომ ვიცე-პრემიერი იყო და ჩვენი ყველასი, ძალოვანი სტრუქტურების კურატორი, ეს თქვენ ხომ იცით?! - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ თეა წულუკიანმა სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყებას ულოცავს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები – კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება.
რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლესი ისტორიის განმავლობაში, შეძლო გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის - არც ერთი, მეგობრებო; ეს არის „ქართული ოცნება" და რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას.
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინსტიტუციას, მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას, არამედ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა, იყოს საქართველო?! - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას.
გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ იმ მჩაგვრელ, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომელიც ყოველდღე ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღე ებრძოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.