საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. საბაზისო სცენარით, აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი სტაბილური რჩება, თუმცა ცენტრალური ბანკის ოპტიმისტური გათვლებით, წელს წლის ბოლომდე დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 3%-ით გამყარდება. მომავალ 2022 წელს კი დამატებით 3%-იან გამყარებას პროგნოზირებს.
უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა იზრდება.
ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, ათობით ქართული სოფელი ცეცხლში დაიფერფლა და განადგურდა, რითაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა აგორდა და ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი სახლებიდან განიდევნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც პრემიერმა 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა. პარტიის ოფისში, კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაასახელა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 22 875 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 667 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.