თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. მისი თქმით, გზის გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი, ხოლო უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ძლიერი წვიმის დროს წყალი გუბდებოდა. რეაბილიტაციის შედეგად, ეს პრობლემები მოგვარდება.

სრულად...

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება.

სრულად...

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.

სრულად...

ის, რასაც კალაძე აკეთებს და რამაც მოქალაქეთა ცხოვრება ყოველდღიურ ჯოჯოხეთად აქცია, არანაირი „სატრანსპორტო რეფორმა“ არაა. ამ სადიზმის ერთადერთი მიზანი საბიუჯეტი მილიარდების კერძო ჯიბეებში გადაქაჩვაა, უბრალო ადამიანების შეურაცხყოფის, დროის ფლანგვის, ხელოვნურად შექმნილ საცობებში დასტრესვის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების (გამონაბოლქვის ზრდისა) და ადამიანების ტანჯვის ფასად, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი წერს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, ოპოზიცია კი პირიქით, ამ პროცესს ხელს უშლის.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სრულად...

ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ უბრუნდება ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად განაგრძობს საქმიანობას „ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი