საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა.

სრულად...

გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითიც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოხატავს, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, თემურ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო.

სრულად...

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი" სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კლაუდიო გრაციანო ხელმძღვანელობდა.

სრულად...

საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ 5-კვირიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. აღსანიშნავია, რომ ოფიცრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მომზადება სს „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ და კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.

სრულად...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.

სრულად...

ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს დაშინებები და არ გამოვრიცხავ, დავტოვო ქვეყანაც, – ამის შესახებ გადაცემების - „ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ ავტორმა ირაკლი წულაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად ხეთაში აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, 1.8 კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 487 ლარი შეადგინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი