მინდა ვისაუბრო საქართველოს სიტუაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, გვინდა რომ მშვიდობა აღდგეს და ძალიან მალე აღდგეს, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო ჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

სრულად...

ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა

სრულად...

საქართველო იყო და კვლავ არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, ასოცირების ტრიოზე მაქვს საუბარი, ამიტომ ეს კითხვა, ჯობია, დაუსვათ, ევროპელ მეგობრებს, რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

სრულად...

ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სრულად...

„თავიდან, როცა ბავშვებს თბილისში ექსკურსიაზე წაყვანა შევთავაზეთ, ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ პირადობის მოწმობა არ მაქვსო, საზღვარზე არ გამიშვებენო, ამიტომ ვერ წამოვალო - არ ეგონა თავისი თავი საქართველოს მოქალაქე; ეგონა, რომ სომხეთში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასეთი სურათი იყო 10 წლის წინ აქ“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა ვენერა მღებრიშვილმა განუცხადა.

სრულად...

მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ „გასამართლებული“ და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

„ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სრულად...

სკოლებში წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს. დღეს თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი