ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,26 მაისს, ნიუ-იორკში (აშშ) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize NY კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების და საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე სხვა პარტნიორებისთვის, ქართული პროდუქცია წარადგინეს და საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები შესთავაზეს. პოტენციური ინვესტორების წინაშე, კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის, მათ შორის ლიბერთის პარტნიორი ბიზნეს კომპანიების საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულება, რომლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ 133 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 160 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე განთავსებული საცხოვრებელი ფართებით. გადასაცემი ქონება მდებარეობს ხონში, ახმეტაში, ასევე ლაგოდეხის, წალკის, ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წერს.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. იგი თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ორ მილიონზე მეტი ხმით (2 292 180) უსწრებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.
წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს და თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს თითქმის სამი მილიონი ხმით უსწრებს.
აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება, – ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.