შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით. მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი.
1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack უკვე მესამე წელია ამ დღეს აღნიშნავს ყველაზე მაღალი ქეშბექის აქციით "ქეშბექობანა", რომელშიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მეგობარი ობიექტები იღებენ მონაწილეობას. ტრადიციულად, ამ კამპანიის ხელშემწყობი და CashBack- ის ერთგული პარტნიორია VISA. განსაკუთრებული პირობებით სარგებლობას, სწორედ ლიბერთის VISA ბარათების მფლობელები შეძლებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.
თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდი ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.