გამოჩენილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 170 ფაქტი გამოავლინა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნებისა და განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სრულად...

„გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, - ასე მიმართავს რუსთავის ციხეში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ამოქმედდება.

სრულად...

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფალაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები

სრულად...

ლარის კურსი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში მუშაობს, რომ თავიდან იყოს აცილებული ლარის მკვეთრი მერყეობა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

სრულად...

ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში, მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრებმა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი