საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა.
არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების" საზოგადოებრივმა მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რის გამოც ქვეყანამ მიიღო შესაბამისი შემძღუდავი ზომები, თუმცა აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსის ცვლილებამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დღეს, საქართველოში აბსოლუტური მონარქია არ არის, მაგრამ გვაქვს "აბსოლუტურად ჩრდილოვანი მმართველობა", რომლის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც "უდიდეს ქველმოქმედს" უწოდებენ, რომელსაც ლუი მე-14-ს მსგავსად სრულ მორჩილებაში ჰყავს სახელმწიფო ინსტიტუტები.
ინდოეთის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის (CCMB) მონაცემებით ასტრაზენეკა-კოვიშილდი (იგივე ვაქცინა რაც საქართველოშია) და კოვაქსინი (ინაქტივირებული ინდური ვაქცინა) - ორივე იცავს B.1.617 ვარიანტისგან (ორმაგი ინდური მუტაცია)!“ - ამის შესახებ ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.
რიონის ხეობის მცველთა თავკაცი ვარლამ გოლეთიანი ბევრმა „გმირად“ შერაცხა, რადგან დაბეჩავებულ ხალხს ხმის ამომღები ცოტა ჰყავს და თუკი ვინმე დაინახეს მართალი და წინამძღოლი - გული მიეცემათ და იმედით შეჰყურებენ!..
ბერი რომ სისხლისღვრაზე დაიწყებს ლაპარაკს, იქ მთავრდება მისი სასულიერო პირობა და იწყება ზონდერობა!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.