საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია!, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს რეკორდზე წავიდა და 222 კილოგრამი დააფიქსირა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია დამატებითი ძალები.
ვინც დღეს რიონში გადახტა - ნიკა, 3 დღის წინ ჩამოვიდა ჩვენთან, მეგობართან ერთად და არავის ახლო ურთიერთობა არ გვქონია მასთან. შესაბამისად, არავინ ვიცით მისი მოტივები. ვინც ახლდა, ის ჯერ არ გვინახავს, პოლიციასთან.
სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.