საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ეგიდით გამართული მოლაპარაკებებისას ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც ამას გვკარნახობდა კრისტიან დანიელსონი.
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის. როგორც BBC იუწყება, პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩანდა, რომ მან მდგომარეობა 1990-იანი წლების საშინელ შიმშილობას შეადარა. კიმმა, მოსალოდნელი გაჭირვების იშვიათი აღიარებით, ხუთშაბათს, პარტიის ოფიციალურ პირებს მოუწოდა „აწარმოონ კიდევ ერთი რთული ‘დაუღალავი სვლა’, რათა თუგინდ მცირედით მაინც შეამსუბუქონ ჩრდილო კორეელი ხალხის გასაჭირი“.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოადგილეებთან და მთავარ სერჟანტთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება, რაც რეგულაციებისა და დაწესებული რეკომენდაციების დარღვევას უკავშირდება, განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
9 აპრილთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილის უკანონო ძალადობის აქტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1509 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა მორიგი გასვლითი შეხვედრა, იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება.
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.