ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა, - შესრულებული სამუშაო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო, ტკბილეული და ფოლკლორი ელოდება აგრო-ფესტივალის სტუმრებს, რომელიც წყალტუბოში 13 ივლისს გაიმართება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში პუნქტით გაუფასურდა.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი - „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.
მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, ხოლო ახლების მშენებლობის გარანტად სახელმწიფო დადგება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0308პუნქტით გაუფასურდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გურჯაანში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს გვქვს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის აგროსასურსათო და ტურიზმის სფეროში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.