პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა 48-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ნათია თურნავა - ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ბევრი ნებართვის მიმართულებით და ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ
24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა კონფერენცია „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომელიც მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ინსტიტუციური მდგრადობისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი გამოყენების საკითხებს მიეძღვნა.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ალკოჰოლური სასმელების იაპონური საკონსულტაციო კომპანიის „ASIA AC“ პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს შეხვდა. აღნიშნულ კომპანიასთან პარტნიორობით ქართულმა მხარემ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ წარმატებით განახორციელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
2019 წლის 23 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N31 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.