საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
საქართველოში პირველად ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა გაიმართა. ამ მიზნით, საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ეწვია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების შემდგომ განვითარებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიული ადგილების შესახებაც, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია.
„სადღეისოდ, საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამის მაჩვენებელია ყოველწლიურად 400 000-ით მეტი გადაყვანილი მგზავრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლიდან, რაც, დაახლოებით, 9,3%-იანია ზრდაა ყოველწლიურად,“ - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც თბილისის „ტექნოპარკში“ ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით გაიმართა.
„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანიის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის, ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში, სს„ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით 29-30 იანვარს თბილისში, „ტექნოპარკში“ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიმართება.
28 - 30 იანვარს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ესტუმრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.