ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.
2023 წლის 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 17 100 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე. განხილულ იქნა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.