საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს, ჯარედ კოენს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.
დუბაიში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გუნდის ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებაში კლაუს შვაბის განსაკუთრებულ პირად წვლილს და აღნიშნა, რომ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და კონკრეტული შედეგების მომტანი იყო ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.
ჩვენი მიზანია საქართველო იმის ნათელ მაგალითად იქცეს, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენ ხედვას რეალობად ვაქცევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.