სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს 90 წელი შეუსრულდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფებოდა, სადაც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსთან, მეუფე მიქაელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილთან ერთად, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
კუბელი მუსიკოსების მიერ შესრულებული „საქართველოო ლამაზო“ ეძღვნება ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვიდეოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება. ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მუსიკოსის და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. ექსპონატების საქართველოში დაბრუნების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნამუშევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი.
სპორტი და კულტურა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი, ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ჩვენ გავიარეთ საჭირო პროექტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.