რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 837 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩთან, იმამურა აკირასთან.
სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათების გადაცემა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში – 15-25.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 119 იმერეთში, 79 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.