ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა

დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყებს, დააჩქარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და დაკისრებული კომპენსაციების გადახდა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელი იმისა, თუ მოსახლეობის რა ნაწილია თანახმა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, მერყევია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა და ამასთან ერთად, მოსახლეობა ვაქცინაციის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის, ბუნებრივი გარემო სწორედ საკლასო ოთახია. რაც შეეხება დიდი ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის თქმით, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გაჟღერდა.

სრულად...

პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან.

სრულად...

შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი