NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
როგორია თქვენი მოლოდინები ახალ პარლამენტთან დაკავშირებით - ეს კითხვა დაუსვა NDI-მ საქართველოს 2 ათასზე მეტ მოქალაქეს. გამოკითხულთა 41%-მა უპასუხა, რომ ფიქრობს, ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 32%-მა განაცხადა, რომ ამ მოლოდინს არ ეთანხმება, 27%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა აქტივებმა 56.9 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 966.9 მილიონით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივების ზრდამ 1,73% შეადგინა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ეს ზრდა 2.30% იყო. აქტივების ზრდა ძირითადად დეპოზიტების ერთ მილიარდიანმა მატებამ განაპირობა. ამასთან, გასული თვის განმავლობაში ბანკების სასესხო პორტფელის ზომა 858 მილიონით გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პანდემია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.