საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ჯეო სქაიმ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაგეგმილი პროექტები გააცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „Starring Georgia“-ს, „გემო ფესტის“, მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: კერძოდ, პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა; პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა; პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა; პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი; მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები.
ვანის მუნიციპალიტეტის გორას ადმინისტრაციულ ერთეულში, ენუქიძე-კერძევაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარი იგება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო და მასთან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს, მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა.
A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.
თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა აუცილებელია 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.