ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 100-100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.
დღეს, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი შლის მეორე რომს - თანამედროვე ევროკავშირს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კვიპროსის ეკლესიის ახალ მეთაურს, ახალი იუსტინიანეს და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს გიორგის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვა და საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონელ კოლეგასთან ზბიგნევ რაუსთან არაფორმალური ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფიდან სოფელ აფნიის ხევამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე, რეაბილიტაციისა და ასფალტის დაგების სამუშაოების მიმდინარეობს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე. განხილულ იქნა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო“ ინიციატივით, ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ნაირი ირიციანი, მელქონ მაკარიანი და სხვა ოფიციალური პირები ნორვეგიის, დანიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.