დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შეზღუდვების მთავარი მიზანი იყო, ქვეყანაში შემთხვევების კატასტროფული მატება რამენაირად შეგვეჩერებინა, რაც საბედნიეროდ, მოხერხდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე.
საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდადატებს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ.
იმ ადამაინებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად) ვირუსს ე.წ. "მეორე სერია" აქვს შემონახული.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავდაცვის უწყებაში არსებულ პროექტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.