საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. მან თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მინდა, მადლიერებით კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მივმართო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს. ეს ყოველწლიური დახმარება წლიდან წლამდე იზრდება. გაისად ეს თანხა შეადგენდა 35 მილიონ დოლარს. ეს იყო რეკორდული დახმარება გრანტის სახით, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა თავდაცვის ბიუჯეტსა და მის ძირითად პრიორიტეტებს შეეხებოდა. პასუხის გაცემისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საკანონმდებლო ორგანოსგან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ექნება.
საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებას შეეხებოდა.
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან Fireeye თანამშრომლობს როგორც კიბერთავდაცვითი ტექნიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ნოჯიხევში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პრობლემურ მონაკვეთზე დაიგო ცემეტო-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო და მსგავსი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის, ცხრა ძმის ქუჩა N61-ში, 300 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.