საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის „WPFC2020“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის ინიციატივით გაიმართა. მაღალი დონის ონლიან მინისტერიალში მონაწილეობდნენ 60-მდე ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორისა და კინოოპერატორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
2020 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და 2006-2008 წლების ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.
2020 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „კეკელაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გამოყო.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს, - ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
საქართველო “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გაუფასურდა.
ამჯერად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ტრავესზე ვართ და ველოდებით ჩამოსვლას როდის დავიწყებთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკების გზებს იპოვიან და პოლიტიკურ პარტიები კონსტრუქციულები იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.