ოპოზიციის განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში გადაიზარდა, რაც ცუდია და ქვეყნისთვის დამაზიანებელი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

სრულად...

პროფესიული განათლების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა-ახალი შესაძლებლობები“ გახსნა. 

სრულად...

ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში შესვლის საკითხზე.

სრულად...

ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0112 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო.

სრულად...

როგორ შეიძლება დღეს საქართველოს მოქალაქე გვერქვას და არ გვრცხვენოდეს იმის, რომ გვჭირდება ერთმანეთთან ლაპარაკი და რაუნდები ელჩების რეზიდენციებში. ანუ, ყველა დანარჩენი სახელმწიფო შენობა არის იმდენად ჩახერგილი, დაკეტილი, ჩაკეტილი, რომ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

სრულად...

ელისაშვილი მიზეზს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას პარტია საბოტაჟითაა დაკავებული.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი, დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო. 

სრულად...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი