საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება.
„ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მზად არის. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, დიალოგის გზა მოიძებნოს და გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება შედგეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ უნდა დასტაბილურდეს და თანდათან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, ის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
კორონავირუსით 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV) 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1-ლი დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0068 პუნქტით გამყარდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.