დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.
ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის თემაზე ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით გაუფასურდა.
სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.
თბილისის მერია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, ხოლო ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით გაუქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მთელი ეპიდემიის განმავლობაში ინფიცირების 100 ათასი შემთხვევიდან სამედიცინო პერსონალის 4 500-დან ხუთი ათასამდე წარმომადგენელია ინფიცირებული, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საბჭოს წევრებს ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.