29 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარაში – 554, იმერეთში – 637, ქვემო ქართლში – 268, შიდა ქართლში – 258, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, კახეთში – 219, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ფინეთთან სტუმრად 91:85 გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი იყო:
ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 6 ქულით, 91:85 დაამარცხა.
„ქართულმა ოცნებამ“ თალაკვაძეების ერთგულება ქართულ პოლიტიკაში ერთ წამში გაწირა. კანცელარიის მეთორმეტე სართულზე საკოორდინაციო საბჭოს დახურული შეხვედრა, დაპირისპირების პოლიგონად იქცა. კრიზისმენეჯერმა გახარიამ ჯანდაცვის სექტორის კრახი მინისტრ ტიკარაძეს რომ ვერ დააბრალა, ავთანდილ თალაკვაძის გადადგომა მოითხოვა.
თბილისის ყველაზე დიდ კორონავირუსის კლინკაში გამოჩენილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე გადაიყვანეს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - განაცხადა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი აცხადებს, რომ სკოლაში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაწყებული სასწავლო პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა და გამონაკლისი მხოლოდ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.