საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება უახლოეს პერიოდში ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი. პირველადი სამიზნე ირანის ბირთვული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა იქნება. პენტაგონმა ერაყის ქურთისტანში ერბილში მდებარე თავის ბაზაზე, ყატარსა და რეგიონში რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H Stratofortress გადაისროლა ჩრდ. დაკოტადან.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს.
27 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველა ფილიალი გაიხსნება, არ გაიხსნება მხოლოდ ის ფილიალები, სადაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ვაკის მედიათეკა, მე-9 ბიბლიოთეკა (ჭავჭავაძის 24) და ლილოს დასახლებაში მდებარე ფილიალი, - აღნიშნულია თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინფორმაციაში.
შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
2020 წლის 25-26 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის ((CSO) - შეხვედრას ესწრებიან მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები) ვირტუალურ შეხვედრაში.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და მობილობის შემცირების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით დისტანციურად წარიმართება.
საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.