ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას იწყებს, რომელსაც მსოფლიოს 194 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც შეუერთდა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია.
მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს, ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიშს ავრცელებს.
ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, - განუცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს.
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.