მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს, 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, 16 და 17 აპრილს კი, დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე უფასოდ იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდამინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით.
დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, N30 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პარკის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს კლუბმა „არმიამ“ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში გაიმარჯვა. “არმიამ” მოწინააღმდეგე “სპორტუნი” ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ფუტსალის ლიგის თასის ფინალში თავდაცვის სამინისტროს კლუბი “არმია” პირველად გავიდა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნად ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ იწყებს აქციას ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის!
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა მამა გიორგი მდივანმა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას და ტიტებით შეამკეს, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.