თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ჩამოშლილი მიწისა და ქვების წმენდა მიმდინარეობს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს.

სრულად...

მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

ეს იყო „სურპრიზი“ ჩემთვისაც და ჩვენთვისაც, მე არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყოველთვის მოვისმინოთ. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ეს არის დაუშვებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოსამართლეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი