გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულმა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვარაუდი გამოთქვა, რომ აშშ სანქცირებაზე არ შეჩერდება და ფიქრობს, რომ ისინი „შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.
6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი გენერლის
მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მიაგო. ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-
მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება
კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ASP Group-მა, რომელსაც ოცდაერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პროდუქცია სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მანქანების სათადარიგო ნაწილები წარუდგინა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომელმაც განცხადებას პარტიის სახელით გააკეთა.
ყოფილი მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების სანქცირების თაობაზე მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.
დღეს ბობოლა „ქოცების“ ოჯახებში გაჩნდა ეჭვი ივანიშვილის მიმართ და „თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“ ამუშავდა: „ის კი უშველის თავს და... ჩვენ?!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.