საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან 1994 წელს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს „ფეისბუქზე“ The Eduard Shevardnadze Center, სადაც საქართველოს მაშინდელი ლიდერი ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთისგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა. მისი შეფასებით, „ცივი ომის დამთავრებით ყველამ მოიგო, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა“.
პარლამენტმა 81 ხმით დაუჭირა მხარი ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ.
სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას უზრუნველყოფს.
კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გაუფასურდა.
დიდი პატივია აქ, ჯამბაკურ-ორბელიანის სახლ-მუზეუმში ყოფნა. გარდა ამისა, ლამისყანაში საოკუპაციო ხაზიდან აქვე, ხელის გაწვდომამდე. დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის სამშობლოში ყოფნა და თქვენთან საუბარი და რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გიორგი მაზნიაშვილის სამშობლოში ყოფნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.