ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ბაღების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რჩება მთავარ მოთამაშედ, რომელიც მთავარ როლს ითამაშებს ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულში.
„ახლა ვიღებ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც ამ პრინციპით „არ იყიდება“ გავდივარ ვაკის არჩევნებში, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მოვიპოვო გამარჯვება“, აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, ბიძინა გეგიძე.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობას და ბანკებს მოუწოდებს, მოსახლეობისგან ვალების ამოღება შეაჩერონ, „ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ეს ვალი იქნება ჩამოწერილი“
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ადიშთან დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ადიდებულმა მდინარემ გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი გაანადგურა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თბილისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ბათუმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. მათ მცხეთელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დამტკიცდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და მოსახლეობა ახალი, მიწისქვეშა ურნებით სარგებლობას შეძლებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.