21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ.
GUARDIAN.GE - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი ომის დასრულებისთვის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ. პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა შეიძლება განხორციელდეს „როცა ისინი მზად იქნებიან ამისათვის დასავლეთში და კიევში“. მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისაკენ. 12-პუნქტიანი გეგმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ მოუწოდებს. ის ასევე გმობს „ერთპიროვნულ სანქციებს“.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა.
„რუსმა ოლიგარქმა, პუტინ-ევტუშენკოვის ხელის ბიჭმა ბორის ივანიშვილმა, ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოუტანა დახურვის, გაჩუმების გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.
ვფიქრობ, განგაშია გამოსაცხადებელი! აუცილებელია პროფესიონალური აუდიტის ჩატარება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არქივებში, მუზეუმებში, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა „ფეისბუქში“ წერს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის გადავეცით ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, დისკუსია ყველა მონაწილის ჩართულობით გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური მიიწვიეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.