ცაგერის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო.
იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, - ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მაუწყებლებთან 9-წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან, მაუწყებლები ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფორმებს ავსებენ.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას მაუწყებლების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყება მარტივი ავტორიზაციით სულ რაღაც 10 დღეშია შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი, 116 ტელევიზია და 55 რადიომაუწყებელია.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარედგინათ.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე - „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. იგი მიიჩნევს, რომ „თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.