თქვენ ახსენეთ ევროინტეგრაცია და მე ვისურვებდი, ის მინიმალური სტანდარტი რაც არის ევროკავშირში, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის რესპონდენტის უფლებებს იცავენ და არ გადადიან შეტევაზე, ეს სტანდარტი ჩვენთანაც დამკვიდრდეს ეტაპობრივად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

სრულად...

ჩვენ დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

სრულად...

ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავთ და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებას შეეხებოდა უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებაზე მაშინ, როცა ისინი საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ.

სრულად...

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟურნალისტების საქმიანობა, რომელიც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული, საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის.

სრულად...

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა ,,CashBack’’ და სოციალური საწარმო „ბაბალე’’ მომხმარებელს სთავაზობს 50%-იან ქეშბექს. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი ბარათით. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი-200 ლარია.

სრულად...

დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სრულად...

აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი