თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მომავალი წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსს გადიან. ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მუხათგვერდში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის მინი-სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ამ ტრაგიკულ დღეს, ახლა აქ ხდება, მიუხედავად ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან პერსონალური, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეს არის რა თქმა უნდა - ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კირზინგერის განცხადებას შეეხებოდა.
8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.